Posts

პროექტზე დაფუძნებული სწავლება- რეფლექსია

                                          ინტელის კურსი ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლოა. ვისწავლე პროექტებით სწავლება. მომეწონა ელექტრონული სახელმძღვანელო. სიღრმისეულად გავიაზრე თემა. საინტერესო იყო ბროშურასა და გაზეთზე მუშაობა. რაც მთავარია გამიჩნდა დიდი მოტივაცია ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში- დავნერგო პროექტებით სწავლება. უღრმესი მადლობა ჩემს ტრენერს - ქალბატონ რუსუდან მარკოზაშვილს, ის ამ საქმის პროფესიონალია.

პროექტის პორტფოლიო

                                         "ვაზო, შვილივით ნაზარდო..."

ტრენინგის მე-8 დღე რეფლექსია

                           ტრენინგის მე-8 დღეს მოვამზადეთ გაზეთის ჩეკლისტი და მოსწავლის პროდუქტის შეფასების რუბრიკა. ძალიან საინტერესო იყო.

ტრენინგის მე-7 დღე. რეფლექსია.მოდული 5. შეფასების სტრატეგიების მიმოხილვა.

                             ტრენინგის მე-7 დღეს გავეცანით  მსმენელის მიერ შექმნილ გაზეთს. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკასა და შევაფასეთ საკუთარი პორტფოლიო. განვიხილეთ მოსწავლის შეფასების სტრატეგიები, შევარჩიე მეთოდები და ინსტრუმენტები.ვიმუშავეთ გეგმაზე.

ტრენინგის მე-6 დღე

                         ვიმუშავეთ  პროექტის პრეზენტაციაზე. გავეცანით გაზეთის ნიმუშებს. ეს დღეც საინტერესო იყო, მაგრამ სიცხისაგან დავიღალეთ.

ტრენინგის მე-5 დღე-რეფლექსია.

                                                        ტრენინგის მე-5 დღეც საინტერესო იყო. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. შევიმუშავეთ კითხვები და ავტვირთეთ ჩვენს გეგმაში. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. შევიმუშავეთ საკუთარი მეთოდი და ინსტრუმენტები მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენის მიზნით. შევქმენით შეფასების ფორმა.                                            

ტრენინგის მე-4 დღე

                                                            ტრენინგის  მე-4  დღე  ძალიან  საინტერესო  იყო. ვიმუშავეთ  პროექტის  გეგმებზე: სტანდარტსა და 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევებზე. გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებს.ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ  ჩვენთვის საჭირო კითხვები.